მათთვის ვინც თავშესაფარს ეძებს!
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავშესაფრის მაძიებელ პირთათვის საინფორმაციო დაფები განათავსეს.
როგორც ცნობილია, ღონისძიებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) წარმომადგენლები დაესწრნენ.
საინფორმაციო დაფებზე მოცემულია ინფორმაცია თავშესაფრის მაძიებლების უფლებების და საქართველოში თავშესაფრის მიღებასთან დაკავშირებით არსებული პროცედურების შესახებ.
ინფორმაცია წარმოდგენილია ხუთ ენაზე: არაბულად, ინგლისურად, სპარსულად, ფრანგულად და რუსულად.