ჯარისკაცები ავღანეთში წვრთნებს გადიან
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ავღანეთში ყანდაღარის საჰაერო ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების სამთო-სადაზვერვო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები გეგმიურ წვრთნებს გადიან. წვრთნების პირველ ეტაპზე სამხედრო მოსამსახურეებმა ტოპოგრაფიაში საკლასო მეცადინეობები გაიარეს.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ საშტატო იარაღებიდან 50-დან 100 მეტრიან სამიზნეებზე ისროლეს.
სამთო-სადაზვერვო ბატალიონის ხელმძღვანელობამ სამხედრო მოსამსახურეების მომზადების დონე დადებითად შეაფასა.“ ნათქვამია განცხადებაში.
კონტიგენტი წვრთნებს ყოველთვიურად გადის. უახლოეს მომავალში დაგეგმილია წვრთნების სხვა დისციპლინებში ჩატარება.