სოსო შატბერაშვილი:-"მიმდინარეობს გააფთრებული თავდასხმა "ბურჯანაძე დემოკრატებზე"

სოსო შატბერაშვილი:-"მიმდინარეობს გააფთრებული თავდასხმა "ბურჯანაძე დემოკრატებზე"

   "მემარცხენე ალიანსის" ლიდერმა სოსო შატბერაშვილმა სპეციალურ განცხადება გააკეთა და განაცხადა, რომ ხელისუფლება "ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიციის" დისკრედიტაციას ეწევა.

   -"მიმდინარეოს გააფთრებული თავდასხმა "ბურჯანაძე დემოკრატების"  მიმართ, თავდასხმა რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეოს და მიმართულია ამ ძალის დისკრედიტაციისთვის, მიმდინარეობს ბრძოლა, რომ წაგვართვან ერთი ადგილი საარჩევნო ადმინისტრაციაში და ეს ადგილი თუ დაიკარგა, მაშინ ამ ადგილს დაიკავებს "ნაციონალური მოძრაობა", რაც ძალიან ცუდი იქნება. ხელისუფლების გააფთრება გამოიწვია ჩვენმა რეიტინგმა. ხელისუფლება "ნაციონალურ მოძრაობას" აღარ თვლის ოპოზიციად და ეს მართალიც არის, რადგან ეს არის არა პოლიტიკური ძალა, არამედ კრინიმალური ბანდა და საერთოდ არ უნდა ჩავთვალოთ რაიმე ძალად.

გააფთრებული თავდასხმა ხდება ნინო ბურჯანაძეზეც და ყველანაირად ცდილობენ, რომ მისი სახელი შებღალონ, კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ბრძოლა გამოიწვია ჩვენი კოალიციის დიდმა რეიტინგმა და ხელისუფლებას შეეშინდა ამ ძალის".

   შატბერაშვილი აცხადებს, რომ ახალი ხელისუფლებაც წინასავით იქცევა და მოუწოდებს დაფიქრდნენ თავიანთ ქმედებებზე, რატა ზუსტად ისე არ დაამტავრონ, როგორც მათმა წინამორბედებმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: