რატომ ამბობს გიორგი სიგუა უარს კაზანტიპის ვიცე-პრეზიდენტობაზე და როდის დაბრუნდება საკუთარ თანამდებობაზე?!

რატომ ამბობს გიორგი სიგუა უარს კაზანტიპის ვიცე-პრეზიდენტობაზე და როდის დაბრუნდება საკუთარ თანამდებობაზე?!

მედია-საშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ კაზანტიპის სახელმწიფოს ძლევამოსილმა პრეზიდენტმა ნიკიტა მარშუკმა, საქართველოს ტურიზმის ეროვნული სააგენტოს ახლა უკვე ყოფილ თავმჯდომარეს (რა ვიცი, ასე ამბობენ), ანაკლიის აღვირახსნილი ორგიების მთავარ გმირს - გიორგი სიგუას თურმე ვიცე პრეზიდენტობა შესთავაზა.

ისე, ყოველთვიური ჯამაგირიც (100 000 ევრო) იმდენად სოლიდურია, არათუ მარშუკს, არამედ ეშმაკსაც კი შეეკვრება სიგუასნაირი მენტალობის კაცი.

თავად სიგუა აღნიშნულ შემოთავაზებაზე კომენტარს არ აკეთებს. ამდენად, ძნელია ცალსახად ამტკიცო- ეს ინფორმაცია სკანდალურ ინფორმაციებზე მონადირე ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია, თუ  კიდევ ერთხელ საზოგადოების გასაღიზიანებლად შემოგდებული ავანტიურა, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია მეორე ვერსია - თურმე სიგუა აგვისტოს ცხელ დღეებში თვალს მოეფარება და კაზანტიპის ფესტივალის დამთავრების შემდეგ საკუთარ თანამდებობას ისევ დაუბრუნდება.

ყოველ შემთხვევაში სოციალურ ქსელში უკვე დაიწყეს საუბარი,რომ  არაკორექტული გამონათქვამის გამო, მისი განთავისუფლება არ შეიძლება. ზოგიერთი უცხვირპირო და ტვინგარეცხილი იქამდეც მიდის, რომ კაზანტიპის ფესტივალის საქართველოში ჩატარების იდეას „ჩვენი დროის გმირს“ კარგ მენეჯერობაში უთვლის!

 


თუმცა, მთავარი ის კი არ არის, დაბრუნდება თუ არა სიგუა თანამდებობაზე, მთავარია, ჩატარდება თუ არა ანაკლიაში ე.წ. მუსიკალური ფესტივალი და ვიყოთ თუ არა ქართველები (და საქართველოში მცხოვრები არაქართველებიც) ღვთის რისხვის მოლოდინში!

მთელი ყურადღება ღარიბაშვილისკენაა მიმართული, ღარიბაშვილი კი დუმს. რას ფიქრობს ნეტავ?!

საბა საბახტარაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: