ირაკლი ალასანია:-"ეს სამარცხვინო ლაქა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიცილოთ და ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს"

ირაკლი ალასანია:-"ეს სამარცხვინო ლაქა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიცილოთ და ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს"

   გაერო-ს ადამიანთა უფლებათა დაცვის კომიტეტის ანგარიშს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხელისუფლებამ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ სამარცხვინო ლაქა ქვეყანამ, რაც შეიძლება სწრაფად ჩამოიცილოს. მისივე განცხადებით "ეს ყველაფერი სახელმწიფოს და ჩვენი საზოგადოების გამოსასწორებელია".

 

   -"მე, როგორც ყოფილ ელჩს გაერო-ში, მქონდა მჭიდრო ურთიერთობა ქვედანაყოფებთან. ნამდვილად სამწუხაროა და ჩვენი ქვეყნის იმიჯისთვის ძალიან ცუდია, რომ ასეთი შეფასებები გაკეთდა კომიტეტის მხრიდან. როდესაც თუნდაც ციხეში არსებული მდგომარეობის კადრები გავრცელდა. მაშინაც ვთქვი, რომ ეს შეიცავდა ადამიანების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ნიშნებს. წამების ფაქტები, რომელიც გამოააშკარავდა, აშკარად შეიცავდა წამების ნიშნებს და ამ ორგანიზაციამ ასეთი შეფასებაც მისცა. მე აუცილებლად მიმაჩნია, გავიაზროთ სახელმწიფომ, მთავრობამ და ყველაფერი გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს სამარცხვინო ლაქა რაც შეიძლება სწრაფად ჩამოვიცილოთ და ქვეყანაში ასეთი რამ აღარასოდეს განმეორდეს", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ და აღნიშნა, რომ ანგარიშში საუბარის ომის შემდგომ პერიოდზე, მათ შორის ციხის კადრებზეც და იმაზეც, თუ როგორ ეპყრობოდნენ განსხვავებული აზრის მქონე პოლიტიკურ თუ სხვა მოწინააღმდეგეებს, როგორც ხდებოდა დაკავებულთა უფლებების დარღვევა და ა.შ."-აღნიშნა ალასანიამ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: