"იბერიელთა კავშირი"-"იმედი გვაქვს, რომ რაიმე შეიცვლება და გვეღირსება ნორმალური მთავრობის ხელში ცხოვრება!"
"იბერიელთა კავშირი" პრემიერ-მინისტრს მიმართვას უგზავნის
31 ივლისს სახელმწიფო კანცელარიასთან "იბერიელთა კავშირმა" უვადო საპროტესტო აქციები დაიწო და ხელისუფლებას ბანკებისა და იპოთეკარებისგან დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების მოგვარებისკენ მოუწოდეს.
აქციის მონაწილეებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე მიმართვა შეიტანეს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ.
ბატონო ირაკლი!
ვქრობთ, რომ შეხსენება არ უნდა გვჭირდებოდეს იმის, თუ რა მძიმე, საშინელ დღეებში იცხოვრა ჩვენმა ერმა ბოლო ათი წელი საქართველოს მოსახლეობის უდიდესმა ნაწილმა.
ქვეყანაში არსებულმა მასიურმა უმუშევრობამ, საპროცესო გარიგებებმა, ავადმყოფობებმა, ჯანმრთელობისათვის გაღებულმა კოლოსარულმა, ქვეყანაში არსებულმა მონოპოლიებმა, სადაც ფაშისტური წესით მიდის საშუალო და წვრილი ბიზნესის გაკოტრება, –რაც დღესაც გრძელდება, ბრძოლა არსებობისათვის! ვიცით, რომ ერის განადგურება, იმ პროგრამის ნაწილია, რომელზეც შეიძლება ითქვას "საქართველო ქართველების გარეშე!" ავათსახსენებელ "თავისუპლების ინსტიტუტისა", ახლად გამოჩეკილი ამერიკისა და მსოფლიო სამასთა კომიტეტის საუკუნეების "შეთითხნილია," იმედი გვაქვს, რომ რაიმე შეიცვლება და გვეღირსება ნორმალური მთავრობის ხელში ცხოვრება! ჩვენ დიდხანია გთხოვთ და გემუდარებით მხარდაჭერასა, მაგრამ ვერ მივიღეთ მთავრობისაგან მხარდაჭერა, თუმცა, სანამ ხელისუფლებაში მოხვიდოდით, აპირებდით წინა რეიმის გასამართლებას და დამნაშავთ ცნობას.
გითხრათ ეს რატომ არ გააკეთეთ? რეჟიმი, რრომ დამნაშავედ გეცნოდ, ხალხისთვის დაზარალებულის სტატუსი უნდა მოგენიჭებინატ, დაზარალებულს კი ანაზღაურება უნდა და ეს ძნელი გასასტუმრებელი გაგიხდებოდათ. კონფორტი და კარგი ცხოვრება მარტო ჩინოვნიკებს და ხელისუფლებაში მყოფთ გჭირდებათ გგონიათ რატომღაც, მაგრამ რა დამსახურებისათვის? გეკითხებით!
იმის მაგივრად, რომ რეჟიმი გაგესამართლებინათ, დღესაც ისევ მერაბიშვილის, ადეიშვილის, კეზერაშვილის მიერ მიღებული 24 საათიანი კანონები გაქვთ ქვეყანაში, კანონები, რომლებსაც როგორც ჭირდებოდათ ისე ღებულობენ.
იმასაც კი ვერ მივაღწიეთ, მიგეღოთ კანონი, რომ სასწრაფოდ შეწყვეტილიყო საცხოვრებელი სახლების აუქციონზე გატანა სადაც რვა და ხუტი სული ცხოვრობს და მიზერულ თანხებში წართმეული, ძვირად ღირებულ ბინებიდან, ბინების ინტერესების გამო სახლებიდან გამოსახლება და ცოდვის ტრიალი ქვეყანაში! ქვეყანა რომელიც ყველა რჯულისათვის არის თავშესაფარი. დღეს ქართველებისათვის არაა საცხოვრებელი!
ჩვენ ვცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ადამიანი არანაირ ღირებულებას არ წარმოადგენს. ამისათვის გეუბნევით, ჩვენ არ ვცხნობთ თქვენს ბეჭდიან ქაღალდებს, რასაც კანონი ეწოდება, რადგან ყოველი ქაღალდის უკან დგანან ადამანები, კუბლაშვილები და მის ნაირები, რომლებიც მართავენ სასამართლოს.
თქვენ ხელი მოაწერეთ ასოცირების ხელშეკრულებას და გაქვთ პრეტენზია ევროპასთან. თუ ეს არის ევროპა და ცივილიზაცია, ხელისუფლებისათვის ეს კარი ღიაა, ჩვენ აქ დაგვაცადეთ ცხოვრება! ჩვენ არ გვინდა ასეთი ცივილიზაცია, რაც საქართველოში ხდება პაპუასებშიც, კაციჭამია აფრიკაშიც კი მეეჭვება ხდებოდეს.
ბატონო ირაკლი! თქვენ არ გეჩქარებათ ჩვენი და ჩვენიანებისათვის მოიცალოთ თორემ, რომ თქვენი თვალით დაინახოთ ამ ხალხის მდგომარეობა – "ქვათა ღაღადია"! ! ! გთხოვთ, ერთხელ მაინც დაესწარით გამოსახლების პროცესს, როგორ ვანდალურად და დაუნდობლად ანგრევენ საუკუნეების განმავლობაში ნაწვალებ და ნანაოლიავებელ ოჯახებს ქაღალდის გულისათვის. დიახაც ქაღალდის გულისათვის, რასაც ფული ჰქვია. ჩვენ დასაკარგი არაფერი გვაქვს, ჩვენ განწირულები ვართ უცხოეთში მონებად სამუშაოდ გასასტუმრებლად და დიდიხანია ეს პროექტი მუშაობს. მაგრამ, ბოდიშით! ჩვენ არსად წასვლას არ ვაპირებთ. უფლის ნებაა ჩვენ საქართველოში, რომ დავიბადეთ, ჩვენია ქვეყანა და გინდათ თუ არა ჩვენი რობლემა თქვენი რობლემაა. ჯერ ჩვენ ვიცხოვრებთ ამ ქვეყანაში კარგად და მერე სხვა რჯული.
მოვედით და ეს მოსვლა იქნება უკანასკნელი, ჩვენ აქედან უპასუხოდ არ წავალთ!
მოსახლეობის უდიდესი მოთხოვნაა:
1. ქვეყანაში, სანამ არ აღმოიფხვრება უმუშევრობა, ბანკმა შეაცეროს პროცენტები და მევალეს მიეცეს საშუალება შეძლებისდაგვარად გადაიხადოს ბანკში ვალი.
2. სასწრაფოდ შეწყდეს იპოთეკითა და ბანკიტ დაზარალებულთა გამოსახლებები
3. სასწრაფოდ შეაჩერედ აუქციონზე ბინებისა და მიწის ნაკვეთების გატანა
4 დაევალოს ბანკებს გააუქმონ ეგრეთწოდებული "შავი სია"
5 სასწრაფოდ გაიცეს დაბალპროცენტიანი, გრძელვადიანი სესხები.
ჩვენ მზად ვართ ბრძოლისა და თავგანწირვისათვის! ჩვენ, ჩვენი სამშობლოს ღირსეული შვილები ვართ და ზუსტად მთავრობების არასწორმა მარტვამ და დესპოტიზმა მიგვიყვანა ამ მდგომარეობამდე.
არ გეგონოთ აქ მდგომ ადამიანებზე ამაღლებული და ღირსეული ვინმე იყოთ ხელისუფლებაში.
პირიქით, ეს ხალხი მოძმის სიყვარულმა, გაჭირვებულის დახმარებამ, თავისთვის რომ არ ყოფნის და სხვას უნაწილებს ამან მოგვიყვანა ამ დღემდე. – ვერ ჭამა მართო როცა ბევრს უჭირდა სხვებისაგან განსხვავებით, მამაონას ქველმოქმედებით, რომ იწონებთ თავს.
ბატონო ირაკლი, ჩვენთვის ხვალინდელი დღე არ არსებობს, ჩვენ წასასვლელი აღარსად აღარ გვაქვს, უმორჩილესად გთხოვთ, გამოიჩინოდ გულისხმიერება და დააკმაყოფილოდ ჩვენი მოთხოვნები.
დაგვიმტკიცედ, რომ ხართ პრემიერ –მინისტრი და არა ევრო– ამერიკელების ხელდასმული მარიონეტი... ჩვენ გვჯერა თქვენი ვაჟკაცობის!!!
პატივისცემით
არასამთავრობი ორგანიზაცია "ბერიელთა კავშირი" –ს საინიციატივო ჯგუფი.
1. ჯაფარაშვილი მამისა
2. ლომინაძე დარინა
3. ხაჭაპურიძე ლევანი
4. ნებიერიძე ჯაბა
5. ლაღიძე მირანდა
6. სუპატაშვილი მარინა
7. ნიკოლეიშვილი ეკა
8. ლურსმანაშვილი დათო
9. ყვაყილაშვილი პაატა