გიორგი მარგველაშვილი შევიცარიის ეროვნული დღისადმი გამართულ მიღებას დაესწრო

გიორგი მარგველაშვილი შევიცარიის ეროვნული დღისადმი გამართულ მიღებას დაესწრო

   საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მაკა ჩიჩუასთან ერთად  შევიცარიის ეროვნული დღისადმი გამართულ მიღებას დაესწრო. 

   გიორგი მარგველაშვილმა ეს დღე პირადად მიულოცა შვეიცარიის კონფედერაციის ელჩს საქართველოში გიუნტერ ბეჰლერს და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა. საქართველოს პრეზიდენტმა შვეიცარიის კონფედერაციას მადლობა გადაუხადა ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისა და რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში მედიატორის როლის შესრულებისთვის.

   -"მინდა მოგილოცოთ ეროვნული დღე და აღვნიშნო, რაოდენ მნიშვნელოვანია ეს ურთიერთობები საქართველოსთვის. ჩვენ ვართ ახლო პარტნიორები და ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები ყველა მიმართულებით დინამიურად ვითარდება. გარდა ორმხრივი ურთიერთობებისა, თქვენ ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი ხართ, როგორც ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა. თქვენ უკვე აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დასამყარებლად. უაღრესად ვაფასებთ თქვენს ჩართულობას საგარეო და საშინაო პოლიტიკის ყველაზე პრობლემატურ სფეროში-ოკუპირებული ტერიტორიებისა და რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობებში. მადლობას გიხდით ამ ძალისხმევისა და თანადგომისათვის."-განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: