დავით ნარმანია თბილისის მთავრობას წარადგენს
დავით ნარმანია თბილისის მთავრობას წარადგენს
საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს თბილისის მერის უფლებამოსილების ცნობა ხდება. შესაბამისად, ხვალ, 2 აგვისტოს, დავით ნარმანიას თბილისის მერის რანგში პირველი სამუშაო დღე ექნება.
თბილისის მერი მერიაში 12:00 საათზე მივა და მედიისთვის პირველ კომენტარს გააკეთებს.
13:00 საათზე დავით ნარმანია მერიის ადმინისტრაციის თანამშრომლებს შეხვდება,
14:00 საათზე კი თბილისის მთავრობის შემადგენლობას წარადგენს. წარდგენილი იქნებიან როგორც თბილისის ათივე რაიონის გამგებლები, ისე საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელები.
კანონმდებლობის თანახმად, თბილისის მთავრობას, მერის წარდგინების საფუძველზე, თბილისის საკრებულო დაამტკიცებს.