ზვიად ტომარაძე:-"არსებობენ ძალები ვის ინტერესებშიც შედის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება"

ზვიად ტომარაძე:-"არსებობენ ძალები ვის ინტერესებშიც შედის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება"

   31 ივლისს "ევროპის ლიგის" გათამაშებაში აზერბაიჯანის დედაქალაქში, ბაქოს "ნეფჩიმ" საჩხერის "ჩიხურას" უმასპინძლა. სტადიონზე "ქართული სპორტის ქომაგებმა" გამოფინეს ბანერი, სადაც საქართველოს ტერიტორია "ერთა ლიგის" მიერ ცნობილ საზღვრებშია. ამ ბანერის გამო, მატჩის დროს მოხდა მცირე ინციდენტი აზერბაიჯანელ და ქართველ ქომაგებს შორის, რადგან ბანერზე  კახისა და ზაქათალის ტერიტორია საქართველოს საღვრებშია მოქცეული.  საფეხბურთო მატჩის დამთავრების შემდეგ, აზერბაიჯანელმა სამართალდამცავებმა ''ქართული სპორტის ქომაგების'' 10 წევრი დააკავეს.

 

მისასალმებელია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის ბანერზე ასახვა და აუცილებელია ეს ყველგან გავაკეთოთ სადაც ხელი მიგვიწვდება, მაგრამ აზერბაიჯანში კახის და ზაქათალის თემის წამოწევა აშკარა პროვოკაციის ნიშნებს შეიცავს.

  

 კი ბატონო კახი და ზაქათალა ძირძველი ქართული მიწაა, მაგრამ  დღევანდელ ვითარებაში ისედაც უამრავ პრობლემებში ჩაძირულ საქართველოს, ახალი პრობლემები არ სჭირდება. კარგი იქნება თუ მომავალში ასეთი პროვოკაციული ქმედებებისგან თავს შევიკავებთ.

 

7 აგვისტოს განმეორებითი მატჩი უნდა გაიმართოს თბილისში. მოვუწოდებ "ქართული სპორტის ქომაგებს", მოერიდონ ყოველგვარ პროვოკაციას. როგორც ქვეყნის გარეთ, ასევე ქვეყნის შიგნით არსებობენ ძალები ვის ინტერესებშიც შედის საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობის გაფუჭება.

გთხოვთ ვიაზროვნოთ სახელმწიფოს ინტერესების სასარგებლოდ.  

 

ზვიად ტომარაძე

არასამთავრობო ორგანიზაცია:

"ეროვნულ-რელიგიური ინსტიტუტი"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: