გიორგი კანდელაკი:-"რევანშის სურვილით დუჟმორეული ნომენკლატურულ-კაგებეშნიკური ნაზავი ბოლომდე უნდა აყროლდეს, რომ სახადივით მოვიცილოთ"

გიორგი კანდელაკი:-"რევანშის სურვილით დუჟმორეული ნომენკლატურულ-კაგებეშნიკური ნაზავი ბოლომდე უნდა აყროლდეს, რომ სახადივით მოვიცილოთ"

   საქართელოს ექს-პრეზიდენტისთვის პატიმრობის შეფარდების საკითხს პარლამენტარი გიორგი კანდელაკი სოციალური ქსელით ეხმიანება და ორ ენაზე წერს:

 

   -"საქართველოს შევარდნაძის ჭაობიდან გამომყვან, სახელმწიფოს რეალურად შემქნელ და დასავლეთის გზაზე დამაყენებელ პრეზიდენტს წინასწარ პატიმრობას პარასკევს, ღამის 12 საათზე უსჯის დედოფლისწყაროდან რამდენიმე დღის წინ გადმოყვანილი მოსამართლე (პროცესი ჯერ კიდევ მიდის), თავის დროზე გაგდებული და ახლა დაბრუნებული პროკურორის შუამდგომლობით. ალბათ ყველაფერი სწორედ ასე უნდა მომხდარიყო. ივანიშვილის მიერ რესტავრირებული, რევანშის სურვილით დუჟმორეული ნომენკლატურულ-კაგებეშნიკური ნაზავი ბოლომდე უნდა აყროლდეს რომ სახადივით მოვიცილოთ - თუ გვინდა რომ საქართველო გადარჩეს." 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: