რატომ გახდა ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების შედეგები მიუწვდომელი?

რატომ გახდა ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების შედეგები მიუწვდომელი?

   დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი გაზეთ "ალიასთან" საუბარში ამბობს, რომ ეროსი კიწმარიშვილის საქმის გამოძიების შედეგები ბოლო ხანებში მიუწვდომელი გახდა. მისი ვარაუდით ეს ყველაფერი უკავშირდება ბალისტიკური ექსპერტიზის პასუხი უკვე არსებობას და დასკვნის მიზეზთა გამო არ გახმაურებას.

   "მე მხოლოდ ვვარაუდობ, იქნება არის ისეთი რაღაც, რის გამოც ინფორმაციის გაშვება, გასაჯაროება მკაცრად შეჩერდა. იმდენად, რომ მეც აბსოლუტურად არანაირი ინფორმაცია არ გამაჩნია. არც ბატონ ზურაბ კიწმარიშვილს არ უნახავს ახალი არაფერი. მე იმიტომ არ ვაყენებ კატეგორიულად გასაჯაროების საკითხს, რომ გამოძიების პროცესში დგება ხოლმე ისეთი ეტაპი, როცა გამოძიება სწორ გზაზე დგას და ხელი რომ არ შეეშალოს პროცესს, დუმილს ამჯობინებენ. ღმერთმა ქნას, რომ გახსნან და სწორად მიდიოდნენ. თქვენი ვარაუდი, რომ შესაძლოა გამოძიება უკვე მკვლელის კვალზეც გასულია, რა თქმა უნდა, მისაღებია. სწორედ ამიტომ ვარ ასე ჩუმად, რომ მეც რაღაც ამგვარის იმედი მაქვს. უმცირესი თეორიული შანსი არსებობს იმისა, რომ ეროსი კიწმარიშვილმა თავი მოიკლა. ძალიან მნიშვნელოვანია იყო თუ არა დნმ ლულის ჭრილზე - თუ მასზე დნმ არ აღმოჩნდებოდა, მაშინ აბსოლუტურად მოხსნილი იქნებოდა თვითმკვლელობაზე საუბარი. თუმცა ვიდრე დასკვნა არ დაიდება, მანამდე დაბეჯითებით არაფერზე საუბარი არ შეიძლება. მარტო ინტუიციით გამორიცხო თვითმკვლელობა - არასერიოზულია, თუმცა ამის შანსი ძალიან დაბალია."- ამბობს ექსპერტი. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: