თბილისის მერიაში ყოველი კვირის ორშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება
თბილისის მერის რანგში პირველ სამუშაო დღეს დავით ნარმანიამ განაცხადა, რომ ხელს მოაწერს ახალ წესს, რომლის მიხედვითაც ყოველი კვირის ორშაბათი მოქალაქეთა მიღების დღე იქნება.
-"ჩვენი ურთიერთობა მოქალაქეებთან იქნება უშუალო და ძალიან ბევრ პრობლემასა სატკივარს, რომელიც მათ აწუხებთ, ჩვენ მოვაგვარებთ და მოვაწესრიგებთ. მე მათ დავპირდი, რომ პირველივე დღეს, როდესაც თბილისის მერიაში შევიდოდი ხელს მოვაწერდი მოქალაქეთა მიღების შესახებ წესს და მინდა აქვე ვთქვა, რომ ყოველი კვირის ორშაბათი თბილისის მერთან, რაიონის გამგებლებთან, მერის მოადგილეებთან, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებთან იქნება მოქალაქეთა მიღების დღე", - აღნიშნა დავით ნარმანიამ.
ცნობილია, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსის თანახმად, თბილისის მერის უფლებამოსილების ცნობა არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან მეთერთმეტე დღეს ხდება.