გელა ჩარკვიანი:-"სახელმწიფო ფუნქციონირებს სწორედ ასეთი სუბორდინაციით, პრემიერის დავალებას ელჩი აუცილებლად ასრულებს"
ერეკლე კოდუას ინტერვიუსთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა გელა ჩარკვიანმა, რომელიც 2007 წელს დიდ ბრიტანეთში საქართველოს ელჩი იყო.
გელა ჩარკვიანი იხსენებს, რომ ვიდეომასალის გადმოტანის თხოვნით მას საქართველოს პრემიერმინისტრმა მიმართა.
-"სახლში ვიყავი რომ დამიკავშირდნენ, მთხოვეს, რომ მივსულიყავი საელჩოში, რადგან სპეცკავშირით დამკავშირებოდნენ, როდესაც იქ მივედი, მე დამიკავშირდა პრემიერმინისტრი. შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეეძლო ჩემთვის რაღაც დავალება მოეცა, ამიტომ, როგორც ჩანს მათ სთხოვეს პრემიერს და მას შეეძლო ჩემთვის დაევალებინა. სახელმწიფო ფუნქციონირებს სწორედ ასეთი სუბორდინაციით. პრემიერის დავალებას ელჩი აუცილებლად ასრულებს. თქვა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოიპოვა ძალზედ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას ეხება და რა თქმა უნდა მათაც შეუძლიათ გადმოიტანონ საზღვარზე, მაგრამ სჯობს დაზღვეული იყოს ეს ყველაფერიო. აეროპორტში გადმომცა ეს პატარა საგანი და ვუთხრაი, რომ კონტროლს რომ გავივლით მერე შევხვდეთ-მეთქი, მაგრამ არაო, გავიფიქრე, მეც კი არ მენდობაო. რა თქმა უნდა სწორი იყო ასეთი რამ. ის ჩემს ახლოს იდგა, გავიარე კონტროლი და შევხვდით სხვა თანამშრომლებს და გადავეცი მათ ეს პატარა საგანი"-განაცხადა გელა ჩარკვიანმა.
საუბარი შეეხებოდა იმ ფარლ ჩანაწერს, რომელიც ერეკლე კოდუამ ბადრი პატარკაციშვილთა ლონდონში შეხვედრისას გაკეთა.