დავით კოდუა:-"კაზანტიპი" მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება ადგილობრივებისთვის"

დავით კოდუა:-"კაზანტიპი"  მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება ადგილობრივებისთვის"

   სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი  დავით კოდუა აცხადებს, რომ ანაკლიაში, განმუხურსა და დარჩელში კერძო მფლობელების ავტომანქანების ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, რაც ხდება იმისთვის, რომ ადგილობრივი მძღოლები კაზანტიპის რესპუბლკაში დაასაქმონ. 

 

   -"მათ ექნებათ სპეციალური სტიკერები და სწორედ ანალიაში, განმუხურსა და დარჩელში მცხოვრები მძღოლები მოემსახურებიან ტაქსებით "კაზანტიპის" მოქალაქეებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი შემოსავალი იქნება ადგილობრივებისთვის. გარდა ამისა, დამსვენებლების უმეტესობა ათასობით ადამიანი სწორედ ამ სოფლებში იცხოვრებს კერძო სახლებში, რაც დამატებითი შემოსავალია. 10 დღეში ანაკლიის ცენტრში მუნიციპალური ბაზარი გაიხსნება, სადაც 130-170 მოვაჭრეზე იქნება გათვლილი, პრიორიტეტი კი ადგილობრივ ნაწარმს მიენიჭება. ბაზარი თანამედროვე ტიპის, მსუბუქი კონსტრუქციის, კეთილმოწყობილი შენობა იქნება. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია" - აცხადებს კოდუა.

 

"კაზანტიპის" ფესტივალი ანაკლიაში 20-დან 30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.  

 

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: