თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს დასამტკიცებლად 6 აგვისტოს წარედგინება
სამუშაო დღის პირველ დღეს თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერის მოადგილეების ადმინისტრაციული სამსახურების ხელმძღვანელების და თბილისის რაიონების გამგებლობის კანდიდატების ვინაობა დაასახელა.
საბურთალოს გამგებლად წარდგენილია ბექა მიქაუტაძე, ვაკის გამგებლად - გივი ჭიჭინაძე, მთაწმინდის გამგებლად - გელა არჩვაძე, ჩუღურეთის გამგებლად - ზურაბ ჩიკვილაძე, დიდუბის გამგებლად - ირმა ზავრადაშვილი, ნაძალადევის გამგებლად _ ზაზა გაბუნია, გლდანის გამგებლად - ბესიკ ქარცივაძე, კრწანისის გამგებლად - გიორგი კოპალეიშვილი, ისნის გამგებლად - ვახტანგ ქიზიყურაშვილი, სამგორის გამგებლად კი - მამუკა ჩოქური.
თბილისის მთავრობის ახალი შემადგენლობა საკრებულოს დასამტკიცებლად 6 აგვისტოს წარედგინება.