"ნაციონალური მოძრაობა" ნარმანიას ულოცავს

"ნაციონალური  მოძრაობა" ნარმანიას ულოცავს

   თბილისის მერს დავით ნარმანიას უფლებამოსილების ლეგიტიმაციას ულოცავენ "ერთიანი ნაციონალური  მოძრაობის" წევრები.

   პარტიაში იმედოვნებენ, რომ ახალი მერი ნეპოტიზმით არ იხელმძღვანელებს და მერიაში მომუშავე პროფესიონალებს პრობლემები არ შეექმნებათ. 

   -"მე მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ემუქრება სამსახურის დაკარგვა, ძალიან გთხოვთ გახსოვდეთ, რომ თქვენ ხართ უფრო მეტად პროფესიონალები, ვიდრე ღარიბაშვილის, ნარმანიას, კალაძის ნათესავები, თქვენ წლების განმავლობაში მუშაობდით ამ თანამდებობებზე, სპეციალისტებს, უფროს სპეციალისტებს, დეპარტამენტების უფროსებს, ყველას მივმართავ, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ნუ დაწერთ განცხადებებს, თქვენ შეგიძლიათ იბრძოლოთ საკუთარი პროფესიონალიზმის დასაცავად. მოვუწოდებ თბილისის მერს ნუ გაავსებს მერიას საკუთარი ნათესავებით, "ქართული ოცნების" აქტივისტებით, ჩვენ ყურადღებით მივადევნებთ ამ პროცესს თვალს", - განაცხადა ნადირაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: