ილია მეორე:-"37 წელია ჩვენ ერთად ვართ"

ილია მეორე:-"37 წელია ჩვენ ერთად ვართ"

   დღეს ილია მეორის ანგელოზის დღეა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვითისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ხალხს და ღმერთს სიყვარულისთვის მადლობას გადაუხადა.

   უწმინდესმა სიყვარულის მნიშვნელობაზე ქადაგებისას სამების საკათედრო ტაძარში ისაუბრა, სადაც დღეს საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინა.

   -"მადლობ ღმერთსა და ჩვენს ხალხს სიყვარულისათვის, იმ თავდადებული მოღვაწეობისათვის რასაც თქვენ აკეთებთ. თქვენ რომ მითხრათ, რომ მე ძალიან გიყვარვართ ეს არ არის საჭირო, იმიტომ რომ ეს ისედაც ვიცი და მე რომ გითხრათ, რომ მე ძალიან მიყვარხართ  - ესეც არ არის საჭირო, რადგან ეს თქვენ იცით. მე მადლობელი ვარ ყველაფრისათვის. 37 წელია ჩვენ ერთად ვართ და ამ წლების მანძილზე თქვენი სიყვარული მამხნევებდა მე"-ბრძანა უწმინდესმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: