ზაზა გაბუნია:-"თანადგომის და მხარდაჭერის ხელს ვუწვდი ყველა ნაძალადეველს"
ქალაქის მერმა დავით ნარმანიამ გუშინ თბილისის რაიონების გამგებლები დაასახელა. ნაძალადევის რაიონის გამგებლად ზაზა გაბუნიაა წარდგენილი, რომელიც სოციალური ქსელით მოსახლებას მიმართავს:
-"დიდ მადლობას გეუბნებით თქვენი სითბოსთვის, მხარდაჭერისთვის, სიყვარულისთვის. მე გარკვეული გამოცდილება დამიგროვდა თბილისის თვითმმართველობაში მუშაობის პროცესში, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის მანძილზე საკრებულოს დეპუტადად საქმიანობისას. ახლა ვეცდები ეს გამოცდილება აღმასრულებელ ხელისუფლებაში, გამგებლის რანგში გამოვიყენო, რაც იმას ნიშნავს რომ თანადგომის და მხარდაჭერის ხელს ვუწვდი ყველა ნაძალადეველს. ხალხს ყურადღება, მზრუნველობა, დაფასება სჭირდება. ამის შემდეგ არის მნიშვნელოვანი ყველა პროგრამა და პროექტი. ასე რომ, მზად ვარ ყველგან, სოციალურ ქსელში, ქუჩაში თუ ოფისში მოგისმინოთ. ამასთან, ჩემის მხრივ მე მჭირდება თქვენი თანადგომა და ამ ურთიერთქმედებაშია მხოლოდ შესაძლებელი ხელშესახები შედეგის მიღება".