შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები კურორტ საირმეში გაუჩინარებულ ცოტნე ჭანტურიას ეძებენ

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები კურორტ საირმეში გაუჩინარებულ ცოტნე ჭანტურიას ეძებენ

   შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები კურორტ საირმეში 31 ივლისს გაუჩინარებული 21 წლის ცოტნე ჭანტურიას მოსაძებნად ფართომასშტაბიან საძიებო-სამაშველო ღონისძიებებს ახორციელებენ.

   სამაშველო ჯგუფი ინტენსიურად ატარებს სამძებრო სამუშაოებს. ამ დროისთვის ძებნა კურორტ საირმეში იმ მთაზე მიმდინარეობს, სადაც ცოტნე ჭანტურიას სავარაუდოდ კვალი აერია და გაუჩინარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომლის დახმარებითაც მაშველები მთის მიმდებარე ტერიტორიებს და ტყის მასივს ათვალიერებენ.

   შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის თანამშრომლები სამძებრო-სამაშველო ღონისძებებს ცოტნე ჭანტურიას პოვნამდე განახორციელებენ და საჭიროების შემთხვევაში დამატებით ძალებს ჩართავენ.

 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: