ირაკლი ღარიბაშვილი:-"ეკომიგრანტი ოჯახებისთვის იწყება სოციალური სახლის მშენებლობა"

ირაკლი ღარიბაშვილი:-"ეკომიგრანტი ოჯახებისთვის იწყება სოციალური სახლის მშენებლობა"

   ზამთრის სეზონზე გაიხსნება კურორტი "გოდერძი", სადაც იქნება რეგიონში ყველაზე გრძელი სათხილამურო ტრასა, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბეშუმში შუამთობის დღესასწაულზე შეკრებილ ზემო აჭარის მოსახლეობას. მან ადგილობრივებს ტრადიციული დღესასწაული მიულოცა და განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მათ სიმტკიცისთვის და მთის ერთგულებისთვის.

   -"ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი უპირველესი საზრუნავი სწორედ საქართველოს მთიანი რეგიონებია. ჩვენ სექტემბერში პარლამენტში შევიტანთ მთის კანონს. ეს მართლაც გადაუდებელი საქმეა. ჩვენ ვალდებული ვართ თქვენ ცხოვრება შეგიმსუბუქოთ," - აღნიშნა პრემიერმა.

   როგორც მთავრობის მეთაურმა ადგილობრივებს აცნობა, ხელისუფლება ზრუნავს იმისთვიარს, რათა მთიანი აჭარის ყველა ოჯახს მიეწოდებოდეს ელექტროენერგია და სულ მალე უშუქოდ არ დარჩება არცერთი სოფელი. 

   მისივე თქმით, გაიხსნა ახალი ამბულატორიები, გაიზარდა სოფლის ექიმის ხელფასი, ბეშუმში საკურორტო სეზონზე 24-საათიან რეჟიმში მუშაობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა; მოგვარდა ვეტერინარების პრობლემა, ახლო მომავალში დაგეგმილია რძის შემკრები პუნქტებისა და მცირე საწარმოების გახსნა. რაც შეეხება სოფლებამდე მისასვლელი გზების პრობლემას, პრემიერის ინფორმაციით, ეს საკითხი მალე მოგვარდება, რადგან უკვე შეძენილია საჭირო ტექნიკა. 

   -"ჩვენ ვსწავლობთ ყველა ოჯახის მდგომარეობას, ვინც სტიქიისგან დაზარალდა. ეკომიგრანტი ოჯახებისთვის იწყება სოციალური სახლის მშენებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ოჯახები საფრთხის ქვეშ, მუდმივი სტრესის ქვეშ აღარ ცხოვრობდნენ," - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

   მანვე ჰესების მშენებლობის საკითხზეც შეაჩერა ყურადღება და აღნიშნა, რომ მთავრობა ამ მიმართულებით არ დგამს დოღიარცერთ ნაბიჯს წინასწარი შესწავლის გარეშე. 

   სიტყვით გამოსვლისას პრემიერ-მინისტრმა განათლების მნიშვნელობაზეც ისაუბრა და მოსახლეობას პირობა მისცა, რომ ბავშვთა კონტიგენტის სიმცირის მიუხედავად არ დაიხურება არცერთი სკოლა, რათა მაღალმთიან სოფლებში ბავშვები არ დარჩნენ განათლების გარეშე.

   შუამთობის დღესასწაულის ფარგლებში, ბეშუმში ფოლკლორული კონცერტი, სპორტული შეჯიბრებები და დოღი გაიმართა. ტრადიციისამებრ, შედგა მექორწილე წყვილის ნიშნობის ცერემონია. ირაკლი ღარიბაშვილმა ახალდაქორწინებულ წყვილს სამახსოვრო საჩუქარი გადასცა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: