ალექსანდრე ქანთარია:-"ეს არის მორიგი ბოდვა"

ალექსანდრე ქანთარია:-"ეს არის მორიგი ბოდვა"

   უმრავლესობის წარმომადგენელი ალექსანდრე ქანთარია მიიჩნევს, რომ მოვლენები მალე დალაგდება და სასამართლოს ექნება მკაფიო სურათი რათა სწორი განაჩენი გამოიტანოს. 

   -"წინა ხელისუფლების მთავარი მიზანი იყო მედიის დამორჩილება და ბიზნესის დამონება. მალე ზუსტად გვეცოდინება, ყველა ნიუანსი ატეხილი აჟიოტაჟის ირგვლივ, მოვლენები დალაგდება და სასამართლოს ექნება მკაფიო სურათი, რომ სწორი განაჩენი გამოიტანოს. ვეთანხმები გოგა ხაინდრავას, რომ ეს არის მორიგი ბოდვა და თუ ვინმე ხაინდრავას მკვლელობას დაუკვეთავდა, ეს იქნებოდა მერაბიშვილი-სააკაშვილი.

ქანთარია მიიჩნევს, რომ სააკაშვილთან დაკავშირებულ მოვლენებში აუცილებლად უნდა ცაერთოს ინტერპოლი და ამბობს, რომ ექს-პრეზიდენტი ვერსად ვერ დაიმალება.

-"სამართალს ვერსად ვერავინ ვერ გაექცევა, ეს მატრო სააკაშვილს არ ეხება, ყველა ხელისუფალს უნდა ესმოდეს, რომ არ უნდა ჰქონდეს გადაცდომა, კანონდარღვევა და უნდა ახსოვდეს, რომ სამართალი ყოველთვის იზეიმებს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: