პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით 6 თვეში 67 პრობაციონერი დასაქმდა
პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრ გიორგი მღებრიშვილს და მასმედიის წარმომადგენლებს 2014 წლის პირველ ნახევარში გაწეული შედეგი წარუდგინა.
მისი თქმით, 2014 წლის I ნახევარში ფსიქო-სარეაბილიტაციო პროგრამები გაიარა 328-მა პრობაციონერმა; პროფესიული გადამზადებისა და საგანმანათლებლო პროგრამები - 187-მა, საზოგადოებრივ-კულტურულ საქმიანობაში ჩაერთო 1169 პირობით მსჯავრდებული, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელშეწყობით კი 6 თვეში 67 პრობაციონერი დასაქმდა.
-"საანგარიშო პერიოდში, პირობითი მსჯავრის გაუქმების საკითხთა განმხილველმა მუდმივმოქმედმა კომისიამ პირობითი მსჯავრი მოუხსნა 123 პრობაციონერს, ხოლო უფლებები აღუდგინა - 21 პირს. პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, მიმდინარე წელს თვალშისაცემია პირობით მსჯავრდებულთა მიერ განმეორებითი დანაშაულის ჩადენის საგრძნობი კლება: მიმდინარე წლის I ნახევარში განმეორებითი დანაშაულის 245-მდე შემთხვევა დაფიქსირდა, მაშინ, როცა 2012 წლის პირველ 6 თვეში, განმეორებითი დანაშაული ჩაიდინა 575-მა პრობაციონერმა, ხოლო 2013 წლის ანალოგიურ პერიოდში - 442 პირობით მსჯავრდებულმა", - განაცხადა არსოშვილმა.