18 დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ

18 დევნილ ოჯახს  ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემათ

   დევნილთა და განსახლების სამინისტრომ  სს "საშენი მასალებისგან",  მოლაპარაკების საფუძველზე,  გამოისყიდა  აეროდრომის მე-11 ქუჩა N5-ში მდებარე  ობიექტი, რომელშიც დევნილები კომპაქტურად არიან დასახლებული. გრძელვადიანი განსახლების პროექტის ფარგლებში, შენობაში მცხოვრებ 18 დევნილ ოჯახს ბინები სიმბოლურ ფასად - 1 ლარად დაუკანონდებათ.

   2012 წლის ოქტომბრიდან დღემდე,  დევნილთა და განსახლების სამინისტრომ   2967  დევნილ ოჯახს ბინები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად -1 ლარად გადასცა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: