რა ბედი ელის ათონელზე მდებარე რეზიდენციას?

რა ბედი ელის ათონელზე მდებარე რეზიდენციას?

    პრემიერ-მინისტრი ათონელზე მდებარე რეზიდენციაში გადასვლას არ აპირებს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, სასახლის სამომავლო ფუნქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

   "რამდენიმე დღის წინ ოფიციალურად დაგვიდასტურეს, რომ პრეზიდენტი დარჩება ავლაბრის რეზიდენციაში. არ ვაპირებ ათონელზე მდებარე სასახლეში გადასვლას, რადგან მიმაჩნია, რომ ჯერ ქვეყანა უნდა განვითარდეს და წინ წავიდეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

   შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს განაცხადა, რომ ის მუშაობას ავლაბრის რეზიდენციაში გააგრძელებს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: