გიორგი ლილუაშვილი პარლამენტის და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს, თუ..

გიორგი ლილუაშვილი პარლამენტის და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს, თუ..

   სამეგრელო-ზემო სვანთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში რეგიონული პროექტების კოორდინატორ დავით კოდუას განცხადებით, ანაკლია-განმუხური შპს "ანაკლიის" ბალანსზეა, რომლის 100% მფლობელიც საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროა. მისივე თქმით "კაზანტიპს" ტერიტორია 10 დღიანი იჯარით აქვს აღებული. შესაბამისად "კაზანტიპის" მონაკვეთზე სხვადასხვა სახის ნაგებობების მოსაწყობად მსურველებმა ნებართვის მისაღებად მის ადმინისტრაციას უნდა მიმართონ. 

   უკვე ცნობილია, რომ კაზანტიპის რესპუბლიკის  ვიზების შეძენა სწრაფი გადახდის აპარატებით შეიძლება. ფესტივალის ორგანიზატორების თქმით, ასე შეძენილი ვიზები, გაცილებით ნაკლები ღირს, ვიდრე ადგილზე.

   ამ მოვლენებს საქართველოს ეროვნული აკადმიის ვიცე-პრეზიდენტი გიორგი ლილუაშვილი ეხმიანება და ამბობს:

   -"ამ ხალხმა სულ გაუბერა, რა კაზანტიპის კონსტიტუცია და რა კანონები და რა სავიზო რეჟიმი? საქართველოს კანონმდებლობა და კონსტიტუცია აღარავის აინტერესებს? 

   მაშინ რა დააშავეს აფხაზებმა, ოსებმა და კიდევ ახალციხე-ახალქალაქის სხვა ერების წამომადგენლებმა? მივცეთ იმათაც დამოუკიდებლობა და დავშალოთ მარტივ მამრავლებად საქართველოს რესპუბლიკა. კონსტიტუციით განსაზღვრულია სახელმწიფოებს შორის ტერიტორიის თუნდაც იჯარით გადაცემა და ეს პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს, ასე გადაეცა თავის დროზე სოჭი, კახი და კიდე სხვა ძირძველი ტერიტორიები ჩვენს მოსაზღვრე რესპუბლიკებს. ახლა კიდე ანაკლიის გადაცემა ხდება სხვა სახელმწიფოზე.

   საქართველოს ტერიტორიაზე თუნდაც ნახევარი წამით კაზანტიპის დამოუკიდებელი რესპუბლიკის არსებობა ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას ხელყოფს. 

   თუ სახელმწიფოს მხრიდან არ იქნება აღკვეთილი მსგავსი განუკითხაობა და აკრძალული არ იქნება კაზანტიპის რესპუბლიკა საქართველოს ტერიტორიაზე მე მოვითხოვ მთავრობის, პარლამენტისა და პრეზიდენტის იმპიჩმენტს. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფისათვის და ანტიკონსტიტუციური ქმედებებისათვის".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: