უცხოეთის მოქალაქეს სპეციალური ვიზის მიღება რუსული ენის ცოდნის საფუძველზე შეეძლება
რუსულენოვანი უცხოელები სამომავლოდ რუსეთში შესვლისას მოქალაქეობის მინიჭების მიზნით სპეციალურ ერთ წლიან ვიზას მიიღებენ. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციით, უცხოეთის მოქალაქეს სპეციალური ვიზის მიღება რუსული ენის ცოდნის საფუძველზე შეეძლება.
იმ შემთხვევაში თუ ადამიანმა ორი წლის განმავლობაში მოქალაქეობის მინიჭების შესახებ შესაბამისი განაცხადი არ გააკეთა, მისი დროებითი სპეციალური ვიზა ძალადაკარგულად ცხადდება.
შეგახსენებთ, რომ ადრე რუსეთი საკუთარ მოქალაქეობას 10 მილიონ რუსულ რუბლად გაყიდვას გეგმავდა.