ოთარ გურგენიშვილი და მისი სახელობის ქუჩის არსებობა იქნება მაგალითი მომავალითაობისთვისაც
"უფლებადამცველთა გაერთიანების"' თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე გამოდის ინიციატივით, თბილისის რომელიმე უსახელო ქუჩას ტრაგიკულად დაღუპული ოთარ გურგენიშვილის სახელი ეწოდოს.
"21 წლის ახალგაზრდა ნიჭიერმა პოეტმა თავისი სიცოცხლე გაიღო პატარა ბავშვის გადასარჩენად დააჩვენა უპრეცედენტო თავგანწირვა. ხშირად ვიხსენებთ წარსული დროის გმირებს და საბედნიეროდღმერთი ახლაც გვივლენს ისეთ ადამიანებს, რომლებიც გვაძლევენ მაგალითს თუ რას ნიშნავსმოყვასის სიყვარული.
ოთარ გურგენიშვილი და მისი სახელობის ქუჩის არსებობა იქნება მაგალითი მომავალითაობისთვისაც, თუ რა იდეალებით და რა პრინციპებით უნდა იცხოვრონ.
მივმართავთ ახლადარჩეულ თბილისის საკრებულოს, დაიწყოს აღნიშნულ საკითხზე მუშაობა, მითუმეტეს ქვეყნის პრემიერმინისტრმაც გამოთქვა თავისი პოზიცია აღნიშნულთან დაკავშირებით, როცა განაცხდა: "გმირულად დაღუპული ახალგაზრდა - ოთარ გურგენიშვილი ნამდვილადიმსახურებს ჯეროვან დაფასებას და სახელის უკვდავყოფასო."- აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
"უფლებადამცველთა გაერთიანება" ასევე მიმართავს კულტურის სამინისტროს გაიღოს სახსრები ოთარ გურგენიშვილის ლექსების კრებულის გამოსაცემად.