50%-იანი ფასდაკლება სულისა და ხორცის გასახრწნელად ქართველი სტუდენტებისთვის

50%-იანი  ფასდაკლება სულისა  და ხორცის გასახრწნელად ქართველი სტუდენტებისთვის

   საქართველოს სტუდენტთა უფლებების  ლიგა და რესპუბლიკა კაზანტიპის მთავრობა საქართველოს ყველა სტუდენტს ერთობლივ აქციას სთავაზობს.

   როგორც სტუდენტთა ლიგის პრეზიდენტი ნოდარ თათვიძე აცხადებს,, სტუდენტები "კაზანტიპზე" დასასწრებად 50%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

მისი თქმით, 4-8 აგვისტოს ვიზის ონლაინშეძენისას, 50%-იანი  ფასდაკლების აქცია ვრცელდება საქართველოს ყველა  უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის. აქციის ფასდაკლების ფასი ვიზაზე შეადგენს  200 ლარს.

   -"ღონისძიების დღეს, ადგილზე ვიზის ღირებულება შეადგენს 400 ლარს და მასზე ფასდაკლება არ გავრცელდება . აქცია ძალაშია მხოლოდ 4-8 აგვისტოს პერიოდში. ვიზის ონლაინ შესაძენად ფასდაკლებისთვის საჭიროა მხოლოდ სტუდენტის ID ბარათი, როგორც მოგეხსენებათ, სტუდენტთა უფლებების ლიგამ მივმართეთ წინადადებით კაზანტიპის რესპუბლიკის პრეზიდენტს  ნიკიტა მარშუნიკოვს, რომ დაწესებულიყო გარკვეული ტიპის ფასდაკლება კაზანტიპზე  დასასწრებ ვიზაზე  სტუდენტებისთვის , 8 აგვისტოს ჩათვლით სტუდენტები ისარგებლებენ ფასდაკლებით."

    შეგახსენებთ, რომ  "კაზანტიპის" ფესტივალი ანაკლიაში 20-30 აგვისტოს ჩათვლით გაიმართება.   

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: