ზაზა სინაურიძე მთავრობისგან მედიატორის როლის შესრულებას ითხოვს
კლინიკა "ახალი სიცოცხლის" ყოფილი დირექტორი ზაზა სინაურიძე მთავრობისგან მედიატორის როლის შესრულებას ითხოვს. მისი თქმით, კარგი და აუციელებელი იქნება, თუ საქმეში ჯანდაცვის სამინისტრო როგორც რეგულატორი ისე ჩაერთვება.
სინაურიძე აცხადებს, რომ კერძო სექტორსა და სახელმწიფოს ურთიერთობის კლასიკური მაგალითია აშშ-ი და ისრაელი. "ამ ქვეყნებში პრაქტიკულად ყველა საავადმყოფო კერძოა, მაგრამ სახლემწიფოს აქვს ისეთი რეგულაციები, რომ წამყვანი როლი სამედიცინო პროცესებში სამედიცინო პერსონალს უკავია და არა ინვესტორს, რომელიც წყვეტს ექიმმა რამდენი წამალი უნდა დაალევინოს და რამდენი ექთანი უნდა ყავდეს კლინიკას", - აცხადებს სინაურიძე.
სინაურიძე აცხადებს, რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფომ უდიდესი ნაბიჯი გადადგა, როდესაც ჯანდაცვას ამხელა დაფინანსება მისცა, თუმცა ეს ფული სცდება პაციენტს და სამედიცინო პერსონალს და ვიღაცის ჯიბეში ილექება. სინაურიძე აცხადებს, რომ სწორედ ასეთ კერძო ინტერესებს ეწირება ზოგჯერ პაციენტი.მისი თქმით, გაზრდილია დედათა და ბავშვთა სიკვდილიანობა.
სინაურიძის განცხადებით, კლინიკა "ახალი სიცოცხლის" თანამშრომლებს მართალია განცხადება დაწერილი აქვთ წასვლაზე, მაგრამ ისინი იქამდე იქნებიან კლინიკაში, სანამ პაციენტს მომსახურება დაჭირდება.