სერჟანტები ახალ კურსებს გადიან

სერჟანტები ახალ კურსებს გადიან

   დღეს, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში ათეულის მეთაურის ძირითადი სასწავლო და სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსები დაიწყო.

   მომავალი თვრამეტი კვირის განმავლობაში ათეულის მეთაურის კურსის 103 მსმენელი გადამზადებას ორ ფაზად გაივლის. პირველი ეტაპი შვიდი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მეორე ფაზა კი თერთმეტ კვირას გასტანს და მსმენელები ათეულის დონეზე ქვეითთა სპეციალობებს დაეუფლებიან. კურსზე მოსახვედრად, წელს, სხვა გამოცდებთან ერთად, მსმენელებს ფსიქოლოგიური ტესტის ჩააბარებაც მოუწიათ.

   სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსს 33 მსმენელი გაივლის. გადამზადება 15 კვირის განმავლობაში გაგრძელდება და მსმენელები ისეთ საკითხებს გაივლიან, როგორიცაა ასეულის და ბატალიონის შტაბის სერჟანტების რანგში ოპერირება, საბრძოლო მომზადების ორგანიზება და სამხედრო გადაწყვეტილების მიღების პროცესი. სერჟანტები ასევე, ლიდერობის უნარჩვევებსა და ქვედანაყოფის მართვის პროცედურებს დაეუფლებიან.

   

 

   კურსის დაწყების წინ მსმენელები სერჟანტთა მომზადების ცენტრის კაპელანმა მამა გიორგიმ დალოცა.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: