ლაშა ტუღუში:-"კრიტიკა არ ნიშნავს ყოველთვის ნეგატივს, კრიტიკა არსებობს პოზიტიურიც"

ლაშა ტუღუში:-"კრიტიკა არ ნიშნავს ყოველთვის ნეგატივს, კრიტიკა არსებობს პოზიტიურიც"

   საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მედიაზე გაკეთებულ განცხადებას გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორი და აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო ფორუმის თავმჯდომარე ლაშა ტუღუში გამოეხმაურა და განაცხადა:

   -"მე ისიც არ მინდა, რომ ეს გადაიქცეს ორმხრივი ბრალდებების და ურთიერთობების არაჯანსაღ სიბრტყეში გადატანის საშუალებად, იმიტომ რომ შეიძლება, ანალოგიურად უპასუხოს შემდეგ სამოქალაქო საზოგადოებამ და წავიდეს პინგ-პონგის თამაში სიტყვებით, ვინ არის დაბალი ხარისხის და ვინ არა. მედია არ არის დამოკიდებული აღმასრულებელ ხელისუფლებაზე, ის არის დამოუკიდებელი და საერთოდ, მედიის საქმე არ არის და არც მთავრობის საქმე არ არის ასეთ რეჟიმში ყოფნა. მედიის საქმე არის ასახოს ის, რაც ხდება და ძირითადად ეს არის კრიტიკული დამოკიდებულებები, თუმცა კრიტიკა არ ნიშნავს ყოველთვის ნეგატივს, კრიტიკა არსებობს პოზიტიურიც. მედია, ჩემი აზრით, ძალიან კონსტრუქციულია და მაქსიმალურად ცდილობს ასახოს რეალობა. მე არ მინდა წავიდე ღრმად ამ დისკუსიაში. სჯობს, შეხვედრა შედგეს და მოვისმინოთ, გავცვალოთ არგუმენტები და თუ რამე პრობლემა არსებობს, იქნებ ვილაპარაკოთ ამ პრობლემებზე. პრემიერ-მინისტრს თუ აქვს სურვილი, შეხვდეს სამოქალაქო საზოგადოებას, არ მგონია, ამას წინ რამე დაუდგეს. უნდა იყოს გულახდილი საუბარი პრობლემებთან დაკავშირებით და ეს ბრალდებების რეჟიმს არ გულისხმობს"

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: