"ნაციონალური მოძრაობის" და "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წევრები მთავრობის შემადგენლობას მხარს არ უჭერენ
თბილისის საკრებულომ მერის მოადგილეები, საქალაქო სამსახურების უფროსები და გამგებლები დაამტკიცა.
თბილისის მერის მოადგილეები იქნებიან: ალექსანდრე მარგიშვილი, ნინო ხატისკაცი, გიორგი ხელაია, გიორგი სოლომონია და ალუდა გოგლიჩიძე.
როგორც სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" და "ბურჯანაძე ერთიანი ოპოზიციის" წევრებმა განაცხადეს, ისინი თბილისის მთავრობის შემადგენლობას მხარს არ დაუჭერდნენ.