ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლებში საქართველოს ისტორიას აღარ ასწავლიან?

ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლებში საქართველოს ისტორიას აღარ ასწავლიან?

   გავრცელებული ინფორმაციით ე.წ. სამხრეთ ოსეთის სკოლებში საქართველოს ისტორიას აღარ ასწავლიან და იქ სამხრეთ ოსეთის ისტორია ისწავლება.

   ამ ფაქტს უკვე მოჰყვა გამოხმაურება ოფიციალური თბილისის მხრიდან. 

   "ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ვიღებთ, მყისიერად არის მიწოდებული თანათავმჯდომარეებისათვის. ეს ინფორმაცია ცნობილია მათთვის და ამიტომ როცა შემდგომი რაუნდისთვის გვექნება მზადება, სავაურდოდ სექტემბერში, კვლავ ველოდებით თანათავმჯდომარეებს. ეს იქნება მოსამზადებელი ოქტომბრის რაუნდისთვის და ეს თემები, ისევე როგორც აფხაზეთში ეთნიკურ ნიადაგზე ქართველების დისკრიმინაციის საკითხი, ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება  თანათავმჯდომარეებთან საუბრის დროს"-განაცხადა ზალკალიანმა.

   შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხთა სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, კი "ოფიციალური თბილისი ყურადღებას არ მოადუნებს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში და მთავარი ძალისხმევის შედეგი ის არის, რომ უარესი აიცილოს თავიდან". 

   -"ჩვენ საქმის კურსში ვართ, რომ კარგა ხანია როგორც ცხინვალში, ისე აფხაზეთის რეგიონში დოკუმენტებით მანიპულირება ხდება. მსხვერპლი ყოველთვის ეთნიკურად ქართველი მოსახლეობაა - როგორც გალის რაიონში აფხაზეთის მიმართულებით, ისე ახალგორის რაიონში ცხინვალის მიმართულებით. ამჟამად არსებული ძველი ფორმა N9, ე.წ. დოკუმენტებით ნაცვლდება, თუმცა აქვე ისიც ვიცით, რომ განცხადებების ნახევარი, რომელიც შესულია ე.წ. ადმინისტრაციაში, დაკმაყოფილებული არ არის. ჩვენ ყურადღებას არ მოვადუნებთ. ვფიქრობთ, რომ ძალისხმევას შედეგი აქვს, რომ უარესი ავიცილოთ თავიდან და ამაზე მუშაობას გავაგრძელებთ", - განაცხადა ციხელაშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: