ნარმანიას ახალი სურვილი
თბილისის მერი დავით ნარმანია აცხადებს, რომ ველოსიპედის ძეგლი, რომელიც წინა ხელისუფლების დროს დაიდგა თბილისში, საკმაოდ უსახური და გაურკვეველი წარმოშობისაა. მას ძეგლის გადატანის სურვილი აქვს და ამბობს:
"ასეთი უსახური და გაურკვეველი წარმოშობის და წარმომავლობის ძეგლების ადგილი არ არის, იქ სადაც დგანან. სხვაგან შეიძლება ის დავდგათ, მე პირადად 9 წლიანი მმართველობის სიმბოლოდ დავდგამდი ასეთ ობიექტს სხვა ტერიტორიაზე. დედაქალაქის შემოგარენში, რომ დამთვალიერებელმა და ტურისტებმა ნახონ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ მათ".