ვანო მერაბიშვილმა საბრალდებო დასკვნა არ ჩაიბარა
პროკურორის დავით ბაინდურაშვილის ინფორმაციით, ვანო მერაბიშვილმა საბრალდებო დასკვნა არ ჩაიბარა:
პროკურორმა კომენტარი გელაშვილზე თავდასხმის საქმეში ირაკლი ოქრუაშვილის მიერ მიცემულ ჩვენებაზეც გააკეთა.
-"ბრალდებულმა ივანე მერაბიშვილმა, მას შემდეგ რაც შეიტყო, რომ მის მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება იქნა გამოტანილი, მის გაცნობაზე და ბრალდების დადგენილების ჩაბარებაზე უარი განაცხადა. ირაკლი ოქრუაშვილი იმ დროს ერთ-ერთი უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირი იყო. მასთან უშუალო შეხება ჰქონდათ, როგორც ივანე მერაბიშვილს, ასევე მიხეილ სააკაშვილს და ასევე სხვა თანამდებობის პირებს. იგი ერთ-ერთი მოწმეა, რომელიც ბრალდებულების მამხილებელ პირდაპირ ჩვენებას იძლევა." - განაცხადა პროკურორმა დავით ბაინდურაშვილმა.