"გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება"-საპროტესტო აქცია შს სამინისტროსთან
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კახეთში, საკუთარ სახლში, ქვევრში გარდაცვლილი 10 თვის ბარბარე რაფალიანცის ახლობლები და ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მათ არ იციან რა ეტაპზეა საქმე და "გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება", სწორედ ამიტომ დღეს ისინი შინაგან საქმეთა სამინისტროსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.
-"წელიწადნახევარია არავინ დაგვკავშირებია. მიუხედავად იმისა, რომ საქმის გამოძიებაში არასამთავრობო ორგანიზაციებიც არიან ჩართული. საქმის დეტალები მათთვისაც უცნობია. ვფიქრობთ, რომ საქმის გამოძიება ხელოვნურად ჭიანურდება" - აცხადებენ ნათესავები.
ცნობისთვის, საქმის გამოძიება პრემიერ- მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირად კონტროლზე ჯერ კიდევ შინაგან საქმეთა მინისტრობისას აიყვანა და განაცხადა, რომ "ფაქტების დაფარვის გამო საქმის დროულად გახსნა გაძნელდა", თუმცა საქმე დღემდე გაუხსნელია.