ნანა კაკაბაძე:-"სასამართლო დაადგენს სააკაშვილის ბრალეულობას"

ნანა კაკაბაძე:-"სასამართლო დაადგენს სააკაშვილის ბრალეულობას"

   "ყოფილი პატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის" თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე აცხადებს, რომ ყველა უნდა დაელოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებას და თავი შეიკავონ წინასწარი განცხადებების გაკეთებისგან.

   -"საზოგადოებას უფრო ადრე ჰქონდა სააკაშვილის დევნის დაწყების მოლოდინი, რა თქმა უნდა ეს პროცესი ქვეყნის შიგნით "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან იქნებოდა პოლიტიკურად ანგაჟირებული და ექნებოდათ უარყოფითი დამოკიდებულება, მითუმეტეს, რომ " ქართულმა ოცნებამ" გააფორმა ისინი ნომერ პირველ ოპოზიციურ პარტიად, მაგრამ გასაღიზიანებელია, როცა მსგავსი განცხადებები უცხოეთიდან ისმის და ჩემთვის გაუგებარია ის მოტივაცია, რაც ამ განცხადებებიდან მოდის. არ შეიძლება ჩვენი ქვეყნის საქმეებში სხვა ქვეყანა ჩაერიოს და მაშინ, როცა სასამართლოს ჯერ არაფერი დაუდგენია, რატომ კეთდება დასავლეთში ასეთი განცხადებები. ისმის კითხვა, თავს ხომ არ არიდებენ იმ პასუხისმგებლობას, რომელიც შეიძლება დადგეს საქმის ბოლომდე მიყვანისას. სასამართლო იმსჯელებს ამ საკითხებთან დაკავშირებით და დაადგენს სააკაშვილის ბრალეულობას".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: