,კარწახი"-ს შენობა საზეიმოდ გახსნა
შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრე ჭიკაიძემ და სასაზღვრო პოლიციის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ზურაბ გამეზარდაშვილმა ახალციხეში სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის სასაზღვრო პოლიციის მე-2 სამმართველოს მე-6 სექტორ ,,კარწახი"-ს შენობა საზეიმოდ გახსნეს.
გახსნის ცერემონიაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა. ღონისძიებას შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები დაესწრნენ.
გახსნის ცერემონიის დასრულების შემდეგ მინისტრმა სტუმრებთან ერთად საქართველო-თურქეთის საზღვარზე მშენებარე სასაზღვრო გამტარი პუნქტი ,,კარწახი" დაათვალიერა.
ცნობისთვის,შსს-ს სასაზღვრო პოლიციის კიდევ 10 სექტორის მშენებლობა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.