დაზოგილი თანხები მთავრობის სარეზერვო ფონდში
სამ თვეში სამინისტროებმა განხორციელებულ ტენდერში 30 მილიონი 400 ათასი ლარი დაზოგეს, რომელიც მთავრობის განკარგულების თანახმად აღნიშნული თანხა მთავრობის სარეზერვო ფონდში მიიმართება.
განკარგულების თანახმად, საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში, 30 მილიონ 400 ათასი ლარის ეკონომია იანვარ-მაისში გამოცხადებული ტენდერების შედეგად წარმოიქმნა. დაზოგილი თანხის მთავრობის სარეზერვო ფონდში მიმართვა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსთა სამინისტროს დაევალა.
2014 წლის იანვარ-მაისში ფინანსთა სამინისტრომ ტენდერებში 465 ათასი ლარი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 290 ათასი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 13 მილიონ 20 ათასი, იუსტიციის სამინისტრომ 400 ათასი, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ მილიონ 510 ათასი, საგარეო საქმეთა სამინისტრომ 49 ათასი, თავდაცვის სამინისტრომ მილიონ 560 ათასი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ 6 მილიონ 980 ათასი, განათლებისა და მეციერების სამინისტრომ მილიონ 273 ათასი, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ 225 ათასი, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრომ მილიონ 545 ათასი, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ მილიონ 750 ათასი, ენერგეტიკის სამინისტრომ 50 ათასი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო 785 ათასი, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 225 ათასი, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრომ 273 ათასი ლარი დაზოგა.