კარლ ბილდტი:-"საქართველოს ხელისუფლება ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს"
საქართველოში მიმდინარე პროცესებს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი "ტვიტერზე" გამოემაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივ სისტემას შურისძიებისთვის იყენებს.
-"საქართველოს ხელისუფლება სამართლებრივი სისტემის შურისძიებისთვის გამოყენების გამო ევროპისკენ მიმავალი გზიდან უხვევს. ეს ქვეყნის ინტერესებს აზიანებს", - წერს ბილდტი "ტვიტერზე".