გიორგი ბარამიძე:-"პუტინის საქმის მკეთებელ ივანიშვილს, არ ვაპატიებთ!"
უმცირესობის წევრი გიორგი ბარამიძე გიგი უგულავას და ვანო მერაბიშვილს სოციალური ქსელით მიმართავს და წერს:
-"მინდა მივმართო ჩემს დაპატიმრებულ ძმებს. ბოდიში, რომ ფიზიკურად ჯერ კიდევ თქვენს გვერდით არ ვარ! დღეს თქვენს პროცესზე (ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი) გულწრფელად მომინდა, მეც თქვენთან ერთად ვიჯდე ციხეში. თუმცა ხელოვნურად ისეთს არაფერს გავაკეთებ, რომ პუტინის ამ მონებს რაღაც სულელური საქციელის გამო თავი დავაჭერინო, მაგრამ გპირდებით, ჩემი და ჩვენი საერთო მეგობრების ბრძოლა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისათვის არა თუ არ შესუსტდება, არამედ კიდევ უფრო უკომპრომისო და პრინციპული იქნება! საქართველოს ინტერესების ასე უნამუსოდ და უმოწყალოდ ფეხქვეშ გათელვას, პუტინის საქმის მკეთებელ ივანიშვილს, არ ვაპატიებთ!"