საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გამო
საქართველოს პრეზიდენტი მწუხარებას გამოთქვამს 5 აგვისტოს ავღანეთში, ქაბულში მომხდარი ტრაგედიის გამო - თავდასხმის შედეგად გარდაიცვალა ამერიკელი გენერალ-მაიორი ჰაროლდ გრინი და დაშავდა კოალიციური ძალების 15-მდე სამხედრო მოსამსახურე.
ქვეყნის პირველი პირი ქართველი ხალხის სახელით თანაგრძნობას უცხადებს ამერიკის მთავრობას, დაშავებულთა ახლობლებს და გულწრფელად უსამძიმრებს ჰაროლდ გრინის ოჯახს.