თამარ სანიკიძე:-"დროულად უნდა მოხდეს კომუნიკაცია საჭირო უცხოელ პარტნიორებთან"
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ თბილისში მიმდინარე "ამბასადორიალი 2014"-ის მუშაობაში მიიღო მონაწილეობა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, საერთაშორისო ურთიერთობების ჭრილში, სამინისტროს მნიშვნელოვანი და ძირეული მიმართულებები გააცნო.
მინისტრის განცხადებით ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც სამინისტრო მუშაობს, ჩვენი ქვეყნის მეცნიერების საერთაშორისო კვლევებში ჩართვაა - ჩვენი მთავარი მიზანია გავაღრმავოთ საერთაშორისო ურთიერთობა და ჩავერთოთ საერთაშორისო სამეცნიერო კვლევებში, გავხდეთ ამ პროცესების განუყოფელი ნაწილი, ამიტომ საჭიროა ელჩები მაქსიმალურად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე ტენდეციების, მიმდინარე პროგრამების შესახებ, რათა დროულად მოხდეს კომუნიკაცია საჭირო უცხოელ პარტნიორებთან - აღნიშნა თამარ სანიკიძემ.