ნუგზარ წიკლაური:-"საქართველოს თავდაცვისუნარიანობა სუსტდება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება"
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ნუგზარ წიკლაური ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს:
-"ნატოს გენერალური მდივნის განცხადებით, ცივი ომის დასრულების შემდეგ მსოფლიოსთვის ყველაზე დიდი გამოწვევა რუსეთის აგრესიული ქმედებებია.
რუსეთის უკრაინაში პირდაპირი ინტერვენციის საფრთხე სულ უფრო რეალური ხდება. საფრთხე იზრდება საქართველოსთვისაც.
ამ ვითარებაში ივანიშვილის მთავრობამ შეწყვიტა ქართული სამხედრო მრეწველობის დაფინანსება. პრაქტიკულად ყველა პროექტი, რომელსაც ''დელტა'' ახორციელებდა, არის შეჩერებული და უნიკალური შესაძლებლობების საწარმო ამჟამად სეტყვის ღრუბლების დამშლელი აპარატის გამოშვებაზე მუშაობს.
საქართველოს თავდაცვისუნარიანობა სუსტდება მაშინ, როდესაც ყველაზე მეტად გვჭირდება ჯარის გაძლიერება, რაც არის ქვეყნის ეროვნული ინტერესების პირდაპირი ღალატი".