ვალერი ხაბურზანია:-"მოკლედ, ამ ეტაპზე იქნება იწილო-ბიწილო"

ვალერი ხაბურზანია:-"მოკლედ, ამ ეტაპზე იქნება იწილო-ბიწილო"

   მიხეილ სააკაშვილის მიმართ ბრალის წაყენებასა და მის დაუსწრებლად პატიმრობის შეფარდებას უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია ეხმიანება და ამბობს, რომ ძებნის გამოცხადება ბევრს არაფერს ნიშნავს.

   -"ალბათ, ძებნა გამოცხადდება, მაგრამ ეს ბევრს არაფერს ნიშნავს. ზოგი ამბობს, "ინტერპოლი" ჩაატარებს სპეცოპერაციასო. "ინტერპოლი" არის ჩვეულებრივი საინფორმაციო ორგანო, რომელიც გააჩნია ყველა ქვეყნის პოლიციას. როდესაც ძებნა ცხადდება, ამის შემდეგ ესა თუ ის სახელმწიფო იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, ადამიანი დააკავონ თუ არა. მე ვფიქრობ, არც ერთი სახელმწიფო სააკაშვილს არ დააკავებს. ხელისუფლებაში იტყვიან, ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, აგერ, შევუფარდეთ პატიმრობა, გამოვაცხადეთ ძებნაო, უცხოელები იტყვიან, ჩვენ შეშფოთებულები ვართ ამით, იფიქრეთ მომავალზე, დაანებეთ თავი წარსულსო და ასე შემდეგ. მოკლედ, ამ ეტაპზე იქნება იწილო-ბიწილო, 2016 წლის არჩევნებს რომ მივუახლოვდებით, მერე რა იქნება, ცოტა ძნელი სათქმელია. უცხოეთში ამ ყველაფერს მაინც პოლიტიკურად აღიქვამენ და არ რეაგირებენ, მით უმეტეს, თუ მიშა ფულს დახარჯავს და კარგ ადვოკატებს აიყვანს, შეიძლება გამოძვრეს კიდეც."

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: