შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს
შსს საქართველოს საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.
2014 წელი, ივლისი
შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი წარმოგიდგენთ საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ ვიზიტორთა სტატისტიკურ მონაცემებს გასული თვის მდგომარეობით, კერძოდ:
2014 წლის ივლისი 670 256 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2013 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 9,2 %–ით მეტია.
რაც შეეხება იანვარ-ივლისის ინტერვალს, ქვეყანაში უკვე 2 913 618 ვიზიტი განხორციელდა, რაც 4%-ით აღემატება 2013 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელს.
ამასთან, შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, ხვედრითი წილის ურთიერთმიმართება შემდეგია:
ა) ტურისტი - 1 191 815 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 41%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 11%);
ბ) ტრანზიტი - 552 556 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 19%, კლება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან -4%);
გ) სხვა - 1 169 247 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 0,7%).
2014 წლის ივლისში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (-3%), აზერბაიჯანიდან (+35%), სომხეთიდან (-2%), რუსეთიდან (+13,3%) და უკრაინიდან (+32,6%) განხორციელდა. ასევე, პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც საქართველოში ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით, იანვარ–ივლისშიც კვლავ ტრადიციულად გამოირჩნენ: ლიტვა, პოლონეთი, ავსტრია, ლატვია და იტალია (შესაბამისად 88%, 47%, 17%, 17%, და 13%), შუა აზიის ქვეყნებიდან - ყაზახეთი (39%), ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან კი - ბელორუსიის მოქალაქეები 57% მატებით.