სიახლე სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირთათვის

სიახლე სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირთათვის

   პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირებს სამედიცინო დაწესებულების არჩევისას თავისუფლება ექნებათ

   შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ პირველი სექტემბრიდან სახელმწიფო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ პირებს სამედიცინო დაწესებულების არჩევისას თავისუფლება ექნება.  

   "დღევანდელ სხდომაზე ჯანდაცვის სამინისტრო რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს, მათ შორს 1 სექტემბრიდან სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ჯანდაცვითი პროექტები მთლიანად გადადის ერთიანი გადამხდელის პრინციპზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველა მოქალაქეს, რომელიც ამ პროგრამით სარგებლობს, სამედიცინო დაწესებულების თავისუფალი არჩევანი მიენიჭება, ასევე გეგმიურ სერვისებზე დაყოვნების ვადა 6-დან 2 თვემდე შეუმცირდება".

   მინისტრმა აქვე დასძინა, რომ აფრიკული ვირუსის "ებოლას" საქართველოში გავრცელების საშიშროება ამ ეტაპზე არ არსებობს და დაამშვიდა საზოგადოება.

   -"ეს არის "ებოლას" ვირუსი, რომელიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა საერთოდ მსოფლიო გლობალური ჯანდაცვისთვის. ის გადაიცემა კონტაქტური გზით და მისი სიმპტომებია ძირითადად სითხეების და ელექტროლიტების დარღვევა, სისხლჩაქცევები და გონების დაკარგვა. რაიმე სპეციფიური მკურნალობა ამ ვირუსს არ აქვს, მკურნალობა არის სიმპტომური. რაც შეეხება საქართველოში გავრცელებას, ამ ეტაპზე ამის საშიშროება ცალსახად არ არსებობს".

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: