დადგება თუ არა დედაქალაქის ყოფილი გამგებლების პასუხსმგებლობის საკითხი?
ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნების შემდეგ შემდეგ შესაძლოა დედაქალაქის ყოფილი გამგებლების პასუხსმგებლობის საკითხიც დაისვას. ამის შესაძლებლობას თბილისის მერი არ გამორიცხავს. გამგეობებში არსებული ვითარებისა და ბიუჯეტის შესახებ თბილისი მერი დავით ნარმანია პირადად ახლი გამგებლებისგან მოისმენს დღევანდელ სხდომაზე, რომელიც მთავრობის დამტკიცების შემდეგ პირველად იმართებს.
მთავრობის ახალი შემადგენლობა ძველ გუნდს საბიუჯეტო სახსრების გახარჯვაში ადანაშაულებს, როგორც აცხადებენ ფინანსური რესურსების დიდი ნაწილი უკვე ამოწურულია.
-"სხდომაზე გამგებლები წარმოადგენენ პირველად ინფორმაციას თუ რა ბიუჯეტი და რა პროგრამები დახვდათ მათ. ბიუჯეტის მუხლებიდან სრულად არის გახარჯული სოციალური დახმარების ნაწილი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის დაფინანსებასთან დაკავშირებული საკითხები.
აგვისტოს ბოლოდან ან სექტემბრის დასაწყისში თბილისის საკრებულოს შევთავაზებ ბიუჯეტში ცვლილებების პროექტს, რათა ის მოსალოდნელი საფრთხე, რომელიც სოციალური თვალსაზრისით არსებობს თავიდან იქნეს არიდებული. თუმცა უმჯობესი იქნებოდა წინასაარჩევნო პერიოდში უფრო ყაირათიანად ეხარჯათ ეს თანხები. ამიტომ არ გამოვრიცხავ , რომ ზოგიერთი თანამდებობის პირის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს."-განაცხადა დავით ნარმანიამ.