ახალგორის რაიონში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა 5 დღით გაგრძელება

ახალგორის რაიონში მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა 5 დღით გაგრძელება

  ახალგორის რაიონში 5 დღით მოსახლეობის გადაადგილების შეზღუდვა რუსული სოკუპაციო პოლიტიკის გაგრძელებაა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით შეფასებები მთავრობის ადმინისტრაიაში გრძელდება.

   მინისტრების განცხადებით 2008 წლის რუსეთის მხრიდან განხორციელებული საქართველოს ტერიტორიის ოკუპაცია დღესაც გრძელდება.

  -"მე, გარდაცვლილი მეომრების წინაშე ქედს ვიხრი, მათ სამშობლოსთვის  თავი გასწირეს. რაც შეეხება საკუთრივ ამ ომის შეფასებას, ვფიქრობ, რომ ეს კომპლექსური საკითხია და ყველა კითხვას პასუხი გაეცემა." განაცხადა დავით სერგეენკომ.

   სქართველოს ადმინისტრაციულ საზღვარზე 5 დღით გადაადგილება აიკრძალა. გადაწყვეტილება ე.წ სამხრეთ ოსეთის მარიონეტულმა  ხელისუფლებამ მიიღო.

დეფაქტო მთავრობის გადაწყვეტილებით აკრძალვა 11 აგვისტომდე საოკუპაციო ხაზის მდებარე ტერიტორიებზე არსებულ ყველა გამშვებ პუნქტზე იმოქმედებს.

 დეფაქტო ცხინვალის გადაწყვეტილებას, ცალმხრივად აიკრძალოს გადაადგილება ადმინისტრაციულ საზღვარზე, შინაგან საქმეთა სამინისტროშიც ადასტურებენ.

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის  ხელმძღვანელი ფიქრობს, რომ ფაქტი აგვისტოს ომს უკავშირდება. დეფატო მთავრობის გადაწყვეტლების შესახებ ინფორმაცია მიეწოდათ საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობას. ვითარების შესწავლის მიზნით კი შინაგან საქმეთა სამინისტრომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას მიმართა.

   "შემოღებული შეზღუდვები 6 აგვისტოდან 11 აგვისტოს ჩათვლით. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის 2008 წლის აგვისტოს ომის მოვლენებთან დაკავსირებით. ეს არის ადამიანის უფლებების, თავისუფალი გადაადგილების დარღვევა, ევროკავშირის მონიტორინგის მისია ჩაყენებულია საქმმის კურსში ." განაცხადა გოჩა რატიანმა. 

    "ეს არის დამკვიდრებლი ცუდი პრაქტიკა, დაძაბულობის განცდის შექმნის მცდელობა. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად, პრაგმატულად, ცივი გონებით უნდა შევხედოთ, ვინაიდან ამ ტიპის პროვოკაციებით არ უნდა მოხდეს  ჩვენი ქვეყნის ჩათრევა." აცხადებს ალექსი პეტრიაშვილი.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: