ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გუბერნატორებს შეხვდა.
მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საუბარი რეგიონებში არსებულ მდგომარეობას და მიმდინარე რეგიონულ პროექტებს შეეხო.
პრემიერ–მინისტრმა გუბერნატორებისგან ტურისტული სეზონისა და სოფლის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა.
შეხვედრას მთავრობის კაბინეტის წევრები და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი ჩხენკელი დაესწრნენ.